Express News

ზუგდიდში ღარიბაშვილის გამოსვლის პარალელურად საპროტესტო აქციაზე ინციდენტიც მოხდა


სამეგრელოში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პრემიერ-მინისტრის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის პარარელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე "თავისუფალი ზონის" და "თავისუფლების და მხარდაჭერის" ცენტრის წევრები შეიკრიბნენ.
მათ პლაკატები გამოფინეს წარწერით : "ქართული ზღაპრები", "ჰაკიმ ფაშა და ყაჩაღები", "შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები" და "გამოიკვლიეთ, ვინ მოკლა შალვა თავთუხაშვილი". აქციის მონაწილეებს ყოფილი პროკურორი ფატიმა შენგელიაც შეუერთდა.
აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. "თავისუფალი ზონის" და "თავისუფლების და მხარდაჭერის" ცენტრის წევრებს საპირისპირო აზრის მქონე მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT