Express News

გია გაჩეჩილაძე "ნაციონალებს": თქვე გათახსირებულებო



პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა.
„ამაზრზენი და აუტანელია ამგვარი რამეეების მოსმენა. წიკლაურის ცემის თუ თვითგვემის მოსმენა აუტანელია. მე ვითხოვ იმის გამოძიებას, როდესაც 2012 წელს ჩემს ოჯახში შევიდნენ ნიღბიანები და აცრემლებული ბავშვების თვალწინ ჩადეს ავტომატები და მერე ვითომ ამოიღეს და ჩემი სიძე დაიჭირეს. მოვითხოვ „მწვანეთა პარტიის“ ოფისიდან გამოსახლების ფაქტის გამოძიებას. უგულავა რომ დაგულაობს, მერაბიშვილი ციხეში აგდია. თქვე გათახსირებულებო. დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, თორემ ეს ყველაფერი აუტანელია“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძის სიტყვა უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააპროტესტა. ბობოხიძის პროტესტს უმრავლესობიდან დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ უპახუხა. საბოლოოდ დეპუტატებმა ურთიერთობა პლენარული სხდომის დარბაზს მიღმა, მანდატურების საშუალებით გაარკვიეს. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT