Express News

ნუგზარ წიკლაური ბიზნესპარტნიორებმა ცემეს?


გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ისინი „ნაციონალები“ ყოფილიყვნენ, რადგან პარტიას, მაიდნის სცენარის განსახორციელებლად პროვოკაციები სჭირდება. 

„ან ბოცოზე (ნუგზარ წიკლაურის მოფერებითი სახელი - ავტ.) ვიღაც ტიპები პირად ამბავში იყვნენ გაბრაზებულები (შესაძლოა ეს მისი ბიზნესის კონკურენტები ან ყოფილი პარტნიორები ყოფილიყვნენ - მას საკმაოდ მსუყე ბიზნესი აქვს), ან თვითონ „ნაცმოძრაობის“ გადაცმული, უფორმო ზონდერები...დარწმუნებული ვარ, ბოცოს ცემა მთავრობას არაფერში სჭირდებოდა. ვინც გააკეთა, ის პროვოკატორი უნდა დაისჯოს. მაქვს ინფორმაცია, ყოფილი კუდელი მაღალჩინოსანი გრიგალაშვილისგან, რომ „ნაცმოძრაობა“ ახლა პროვოკაციებს ამზადებს, რომ მაიდანის სცენარი გაიმეოროს და საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობა. გრიგალაშვილი თვითონ აცხადებს, რომ რუსული დაზვერვის მომზადებული კადრია და ასეა მიშას ზონდერბრიგადის დიდი ნაწილი“.- წერს „სარკე“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT