საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის რაიონში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების საავადმყოფო აშენდება, რომელიც მთელ რეგიონს მოემსახურება.
პროექტის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ რუხში გააკეთა, სადაც ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად კლინიკისთვის განკუთვნილი ტერიტორია დაათვალიერა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, სამეგრელოში საავადმყოფოს აშენება კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„ზუგდიდის რაიონში საუნივერსიტეტო კლინიკის აშენება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაა. კლინიკა მოემსახურება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პაციენტს და ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რადგან ისინი სწრაფად მიიღებენ კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
220-ადგილიანი საუნივერსიტეტო კლინიკა სასწავლო ცენტრის ფუნქციასაც შეასრულებს, სადაც შესაძლებელი იქნება დიპლომის შემდგომი განათლების მიღება და ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლება.
გარდა ამისა, კლინიკის ტერიტორიაზე სტუდენტების, რეზიდენტების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისმსმენელებისა და აფხაზეთიდანგადმოყვანილი პაციენტების ოჯახის წევრებისთვის სპეციალური კომფორტული საერთო საცხოვრებლის აშენებაც იგეგმება.
კლინიკის მშენებლობაზე დევნილები დასაქმდებიან. საავადმყოფოს ამოქმედების შემდეგ მათი დიდი ნაწილი
გადამზადებას გაივლის და კლინიკისტექნიკური თუ დამხმარე პერსონალის პოზიციებზე იმუშავებს. კლინიკაშისამედიცინო, ტექნიკური და დამხმარე პერსონალის ჩათვლით 600-მდე ადამიანიდასაქმდება.
პრემიერ-მინისტრი რუხში მდებარე დევნილთა დასახლებასაც ეწვია და დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.