დევნილებისათვის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 10 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო.
ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, დადიანების სასახლესთან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში, დადიანების სასახლესთან მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„იცით, რომ ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსს დევნილებისათვის. ამდენი წლის შემდეგ, მათ უკვე ექნებათ საკუთარი ჭერი. ეს ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება. ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 10-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერი აცხადებს, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ადამიანს, ვინც დევნილად იქცა, დაეხმაროს.
„ზუგდიდში 8 საცხოვრებელი კორპუსი შენდება. კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოვდგომოდით მათ მხარში.
„ზუგდიდში 8 საცხოვრებელი კორპუსი შენდება. კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოვდგომოდით მათ მხარში.
თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ არ ვყოფთ დევნილებს კატეგორიებად, ძველ, შევარდნაძისდროინდელ, და ახალ დევნილებად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. არა აქვს მნიშვნელობა, როდის, რომელი ხელისუფლების დროს ერგოთ მათ ეს უმძიმესი ხვედრი. სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც დევნილად იქცა“,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, დევნილების საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფის პრობლემა ძირითადად 20016 წელს გადაიჭრება.
ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი მშენებლობა იწყება თბილისში, გორსა და ბათუმში.
ამასთან, პრემიერის ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი მშენებლობა იწყება თბილისში, გორსა და ბათუმში.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი, საშუალოდ 8000 ადამიანი, უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართობითა და პირობებით. ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიანი განსახლების პროგრამას. დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა გასულ წელს დავიწყეთ და უკვე 2016 წელს ეს პრობლემა ძირითადად გადაჭრილი იქნება. ასევე ფართომასშტაბიან მშენებლობას ვიწყებთ თბილისში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.