Express News

ია მეტრეველი: ამაზრზენნი არიან ეს ადვოკატები და საერთოდ, ახალაიები!



გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი „რეპორტიორთან“ საუბარში ბაჩო ახალაიასადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება, სადაც ადვოკატი დაბეჯითებით აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიების პროცესში შოკისმომგვრელი ფაქტები გამოიკვეთა. მისი თქმით, გირგვლიანის მკვლელობა მის მეგობარ ლევან ბუხაიძეს უკავშირდება.


„ამაზრზენნი არიან ეს ადვოკატები და საერთოდ, ახალაიები. „ნაციონალების“ მოქმედებები უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ვგიჟდები, ამდენის უფლებას ვაძლევთ ახალაიას ადვოკატს, რომ ასეთი კომენტარები აკეთონ და მიცვალებულს მიაყენონ ასეთი შეურაცხყოფა. ბოლოსდაბოლოს რა გახდა, რით ვერ მივიდა ეს საქმე ბოლომდე და რით ვერ ვსჯით იმ ხალხს, ვინც დასასჯელია. აღშფოთებული ვარ, ესენი თავისი ტყავის გადასარჩენად ყველაფერზე მიდიან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდათ. 9 წელია  ეს უბედურება ყველა ადამიანმა იცის საქართველოში. ყველამ კარგად ვიცით, რა როგორ იყო და ახალი ვერსიები ზაქარეიშვილს მხოლოდ „ნაციონალების“ ტყავის გადასარჩენად სჭირდება. დასასჯელია სწორედ ეს ადვოკატი ამ ცილისმწამებლური ტყუილისთვის. ირაკლი ზაქარეიშვილი არის არაადამიანი, სანდრო გირგვლიანზე რომ ბედავს ლაპარაკს, იმ ტრაგიკული სიკვდილის მერე, როგორი წამებითაც მოკლეს ეს ახალგაზრდა ბიჭი და ამოწყვიტეს მთელი ოჯახი. ამის მერე ეს ზაქარეიშვილი არ არის ადამიანი და აუცილებლად მოეთხოვება პასუხი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უფლის ნებას მაინც ვერ გაექცევა ვერსად“, - აცხადებს მეტრეველი

http://reportiori.ge/


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT