Express News

შალვა თათუხაშვილის დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალა შესაძლოა, უახლოეს ხანში გამოქვეყნდეს


შალვა თათუხაშვილის დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების თხოვნით პროკურატურას დეპუტატმა ეკა ბესელიამ მიმართა.

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ მხარი დაუჭიროს შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნასაც.

„შალვა თათუხაშვილი ორ ადვოკატთან ერთად დაიკითხა. ერთ-ერთი მისი ნათესავი იყო. ზეწოლის თაობაზე საუბრობს ახალაიას და არა - თათუხაშვილის ადვოკატი. ეს სულ სხვა რამეა. მე ვუჭერ მხარს, რომ გასაჯაროვდეს ეს მასალები. მე ვუჭერ მხარს, რომ რაც შეიძლება საჯაროდ წარიმართოს ამ საქმის გამოძიება. თუ პარლამენტის ჩარევა იქნება საჭირო, ამის მოხრეც ვიქნები“, - განაცახადა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობა" შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამ საკითხზე დეპუტატები დღევანდელ ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT