უფლებადამცველები ნიკოლოზ მჟავანაძე და გრიგოლ გაგნიძე, თეა თუთბერიძის წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას გეგმავენ.
როგორც გაგნიძემ “პირWელს” განუცხადა თუთბერიძეს საკუთარი განცხადების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება თუ აქვს პროკურატურაში შეიტანოს და გაასაჯაროვოს. გაგნიძე თუთბერიძეს მადლობასაც უხდის, რადგან თვლის, რომ ის მხოლოდ კარგ ადამიანებს ლანძღავს.
“თუთბერიძე როცა გლანძღავს, ე.ი. კარგი ადამიანი ხარ და ამ კუთხით მადლობა მას. წარმოადგინოს მტკიცებულებები დედანის სახით და არა რაღაც გაურკვეველი წარმოშობის ბუნდოვანი ასლები. თეა თუთბერიძე ადვოკატთა ასოციაციის წევრი არჩევნების შემდეგ გახდა და განცხადებები, რომლებიც თავმჯდომარეს ეხება, მასთან შეუთანხმებლად არ კეთდება. ხატიაშვილმა როგორც ვიცი, ეს განცხადება არ იცის”, – განაცხადა “პირWელთან” საუბრისას გრიგოლ გაგნიძემ.
ნიკოლოზ მჟავანაძემ კი თეა თუთბერიძის განცხადებას არაადეკვატური უწოდა და აღნიშნა, რომ ასეთ ადამიანებს ტრიბუნა არ უნდა ეთმობოდეს.
“ის მტკიცებითი ფორმით საუბრობს, თითქოს მე ვთანამშრომლობდი იმ რეჟიმთან, რომელსაც ვებრძოდი და ახლაც ვებრძვი. თუთბერიძე ამ რეჟიმის პროპაგანდისტული მანქანის ერთ-ერთი წარმომადგენელია. არცერთ ქვეყანაში მედია ისეთ ადამიანს ტრიბუნას არ უთმობს, რომელიც არაადეკვატურია და შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს. აუცილებლად სასამართლოში მოვთხოვთ პასუხს, რადგან მისი უსაფუძვლო ბრალდებები მედიით გავრცელდა. ეს ადამიანი რაღაც ვერ კმაყოფილდება და ვერ მოიძებნა ვინმე, რომ დააკმაყოფილოს”, – განუცხადა “პირWელს” ნიკოლოზ მჟავანაძემ.
თეა თუთბერიძის ინფორმაციით, ნიკოლოზ მჟავანაძე და გრიგოლ გაგნიძე წინა ხელისუფლების დროს კუდ-ის აგენტები იყვნენ და მათ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, ზაზა ხატიაშვილის შესახებ ინფორმაციების მოპოვება ჰქონდათ დავალებული.
თორნიკე კოშკაძე