IRI-ს მონაცემებით, მერობის კანდიდატთა შორის თბილისში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, დავით ნარმანია პირველია, თუმცა, 50% ბარიერს ვერ ლახავს.
მეორე ადგილს ნაციონალური მოძრაობა იკავებს, მესამე პოზიციებს ნინო ბურჯანაძე დ არასაპარლამენტო ოპოზიციის კანდიდატი ინაწილებენ - მათ შორის მცირე განსხვავებაა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის ლევან ბერძენიშვილის განმარტებით, ის გაეცნო IRI-ს კვლევის შედეგებს, თუმცა, ზუსტი ციფრი არ ახსოვს:
„გავეცანით IRI-ის კვლევებს. ჩვენ ვიცით მხოლოდ „ქართული ოცნების“ მონაცემები. ზუსტად 50% არ გვაქვს... კონკრეტულ ციფრი ნამდვილად არ მახსოვს... ერთი ვიცი, პირველ და მეორე ადგილს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. მეტი გვაქვს ჩვენ... შეიძლება არჩევნებზე 70% ავიღოთ, თუმცა, თუ ავიღეთ 50% მეორე ტურში მოვიგებთ, რა პრობლემაა“ - აცხადებს „ნიუპოსტთან საუბარში ბერძენიშვილი.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, ისინი IRI-ს კვლევებს რეალურს უწოდებენ და მეორე პოზიციას ადასტურებენ.