Express News

სკანდალი- ,,მინისტრის ბრძნებაა სოფლის ამბულატორიებში გასათხოვარი ექიმები არ მიიღოთ’’ (ვიდეო)



ბრეძას, ატოცის და ჭვრინისის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიs, მარიამ გულისაშვილის თქმით, მინისტრმა სოფლის ამბულატორიებიში გასათხოვარი თანამშრომლების დასაქმებისგან, თავის შეკავება ურჩია. 

როგორც ირკვევა, ასეთი ექიმები და ექთნები გათხოვების შემდეგ სამსახურსაც ტოვებენ და ახალი კადრის მოძებნა ჭირს.
როგორც ცნობილია, 2014 წლის თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ახალი ამბულატორიების მშენებლობა იწყება. 81 ამბულატორია რეგიონებსა და საზღვრისპირა სოფლებში განთავსდება და მოსახლეობას პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს. შენობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეც იქნება ადაპტირებული. პროექტს ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის სამინისტროები ახორციელებენ.
იმ 81 ახალი ამბულატორიიდან, რომლის აშენებაც საქართველოს ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინიციატივით გადაწყდა, 19 ამბულატორია გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში აშენდება. აქედან 12 ამბულატორია გორის რაიონში შენდება, ქარელის რაიონში – 5.
დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილმაკომისიამ დღეს მოისმინა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამ სოფლებში სამედიცინო პერსონალის გადამზადება იგეგმება.სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებთა სოციალურ მდგომარეობას სწავლობენ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT