ზეღდულეთში ვითარება უკონტროლო ხდება
ასობით ადგილობრივი მკვიდრი ავტობანისაკენ ფეხით მიემართება. ზეღდულეთში სამართალდამცავები არიან მობილიზებული, მათ ადგილობრივების შეჩერება სცადეს, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ასობით ადგილობრივმა მკვიდრმა პოლიციის კორდონი გაარღვია და წინ მიიწევენ. ზეღდულეთელები 1 თვის წინ სოფელში 55 წლის ლეილა მანძულაშვილის გარდაცვალების ფაქტის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ და სამართალდამცავებს საქმის მიზანმიმართულად გაჭიანურებაში ადანაშაულებენ.
http://newposts.ge