გორის რაიონის, სოფელ ზეღდულეთის ათობით მცხოვრები ადგილობრივი პოლიცის განყოფილების შენობაში შეიჭრა.
აქციის მონაწილეები პოლიცისგან 27 თებერვალს გარდაცვლილი თინათინ ჭკადუას საქმეზე გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ. ადგილზე მივიდა გორის პოლიციის უფროსი დავით ბუხრაძე, თუმცა თანასოფლელებმა მისი მოსმენა არ ისურვეს და თბილისი-სენაკის მაგისტრალიც გადაკეტვა გადაწყვიტეს.
ოჯახის წევრების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ისინი გამოძიების ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ 55 წლის ქალბატონს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მათი განმარტებით, თინათინ ჭკადუა სოფელ ზეღდულეთში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა, ის ჯერ აწამეს, შემდგომ კი თვითმკვლელობის იმიტაცია დადგეს. საცხოვრებელი სახლის ოთახში, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, სისხლის კვალი ამ დრომდე დარჩენილია.
შუახნის ქალბატონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოფელში არსებობს ვერსია, რომ ქალბატონზე ჯერ სექსუალურად და ფიზიკურად იძალადეს, შემდგომ კი მოკლეს.