Express News

მთავრობისთვის იმპიჩმენტის საკითხის მხარდაჭერას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აპირებენ

აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას და არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მხარს დაუჭერენ. ამის შესახებ დღეს უმაღლეს საბჭოში დეპუტატმა რობერტ ჩხაიძემ განაცხადა. ჩხაიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილება რეგიონის მთავრობის არაეფექტურმა მუშაობამ მიაღებინა. ცნობილია, რომ არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის საკითხს მხარს არ დაუჭერს საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე. იგი განმარტავს, რომ არჩილ ხაბაძის მიერ განხორციელებული ცვლილებები მართებულია და მის მუშაობას დადებითად აფასებს. დაუჭერს თუ არა მთავრობის იმპიჩმენტს მხარს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე, ჯერ უცნობია. მან დღეს განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას თანაგუნდელებთან კონსულტაციების შემდეგ მიღებს და საკუთარ პოზიციას ფრაქციის სხდომაზე გააჟღერებს. თუმცა ბერიძე აქვე განმარტავს, რომ არჩილ ხაბაძის მიერ რეგიონში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით იგი უკმაყოფილოა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT