Express News

სამართებლით და ცხელი უთოთი ნაწამები დედა-შვილი-საზარელი შემთხვევა ვანში

ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. არველაძეების ოჯახს გვიან ღამით 4 უცნობი პირი დაესხა თავს. სახლში დედა და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. ბოროტმოქმედებმა დედა-შვილი სამართებლითა და ცხელი უთოთი აწამეს. ქალბატონი სახეზე დასერეს, შემდეგ კი მძინარე ბავშვს ცხელი უთო დაადეს. თავდამსხმელები ფულს ითხოვდნენ, სახლში ოქროს პოვნის შემდეგ კი გაიქცნენ. დაზარალებულის თქმით ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მათი ბიძაშვილის სახელი ახსენა, რომელმაც სავარაუდოდ ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე მიაწოდა თავდამსხმელებს ინფორმაცია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT