Express News

სუპერმარკეტების ქსელ “ფუდმარტის” ქონება დაყადაღებულია



თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის მფლობელებს უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალათ.
გადაწყვეტილება “პოპულის” დამფუძნებლისა და 12-პროცენტიანი წილის მფლობელის ეგვენი ფიჩხაიას სარჩელის შედეგად მიიღეს. ფიჩხაიამ სასამართლოს იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც, სუპერმარკეტების ქსელი “პოპული” “ფუდმარტის” ხელში აღმოჩნდა. სასამართლომ დაასკვნა, რომ “ფუდმარტს” უნდა აეკრძალოს მთელი რიგი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. განჩინებას თან ერთვის უძრავი ქონების ჩამონათვალი. სია გრძელია. “პოპულის” დამფუძნებლის ევგენი ფიჩხაიას ადვოკატი ლაშა ნოდია არ გამორიცხავს, რომ საქმით პროკურატურაც დაინტერესდეს.
“გარიგებაში ეჭვს ბევრი რამ იწვევს: ერთი, რომ ,,პოპულის“ აქტივების ,,ფუდმარტისათვის“ გადაცემის დოკუმენტს ორივე მხრიდან ხელს აწერენ ,,ფუდმარტის“ დირექტორები; მეორე, ,,პოპულმა“ გადაწყვეტილება აქტივების გასხვისების თაობაზე მიიღო მისი აქციონერთა კრების თანხმობის გარეშე და მესამე, ,,პოპულმა“ აქტივების გასხვისება მოახდინა მაშინ, როცა სახეზე იყო კომპანიის გადახდისუუნარობა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ აქტივების გასხვისებას ვალების სრულად გასტუმრება არ მოჰყოლია“, - აცხადებს ნოდია.
„ფუდმარტად“ ქცეული „პოპული“ “ნაციონალური მოძრაობის” წევრ, ყოფილ დეპუტატ არჩილ გეგენავასთან ასოცირდება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT