მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურა მზადაა პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას.
„პროკურატურა მზადაა გასცეს ნებისმიერ კითხვას პასუხი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ არის დასრულებული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ექსპერეტიზის დასკვნა დასრულებისთანავე გასაჯაროვდებოდა. ექსპერტიზის დასკვნა გასცემს პასუხს თუ რა გახდა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზი,“ - აცხადებს ირაკლი შოთაძე. რომლის თქმითაც, მათ მიერ გამოქვეყნებული კადრები, სადაც ასახულია შალვა თათუხაშვილის გადაადგილების მარშრუტი, როცა ის მოწმის პროგრამით სარგებლობდა, ადასტურებს, რომ თათუხაშვილი არავის უწამებია.
„ხომ ნახეთ როგორ გადაადგილდება თათუხაშვილი, ღამის კლუბში და სხვადასხვა ადგილებში, ეტყობა მას რამე, რომ ის ნაწამებია, ან რაიმე ზეწოლას განიცდიდა?!“ - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.