საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩაჩუამ პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული ქართველების ხსოვნას. თითქოს ინფორმაციაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, თუმცა, საინტერესოა თვითონ ფაქტი, რომ უხერხულობის მომენტის მოსახსნელად, პრეზიდენტიც რეგალიის გარეშეა მოხსენიებული.
როგორც წესი, ოფიციალურ გვერდზე გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენიებენ, თუმცა, ამ შემთხვევაში მას რეგალია არ აქვს.
იქვე მეორე ფოტოზე ინფორმაცია არის მიწერილი: „სამხედრ ბაზაზე მყოფ მოძღვარს საქართველოს პრეზიდენტმა აღუთქვა, რომ სამლოცველოს გადასცემს იმ ხატებს, რომლებიც მას წინასაარჩევნო კამპანიის დროს აჩუქეს“.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტის დუშეთში გადაღებული ფოტო ქილიკის საგანი გახდა და ოფიციალური გვერდიდან რამდენიმე წუთში გაქრა, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ინფორმაციამაც იცვალოს ფორმა.
საინტერესოა, როგორ მოიხსენიებენ ამ შემთხვევაში მაკა ჩაჩუას, თუმცა, რატომ გახდა აუცილებელი ისეთი ინფორმაციის გავრცელება, სადაც არ იცი რეგალია როგორ მიუთითო, თავის მხრივ ესეც საინტერესოა.
წყარო znius.ge