Express News

მანანა კობახიძე პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას იზიარებს



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„უმჯობესია გუნდათან იყოს წინასწარ გავლილი და შეთანხმებული, იმიტომ რომ რადგან ერთხელ ითქვა გადაჭრით, რომ პრეზიდენტი არ შევა სასახლეში, შემდეგ უკვე განსხვავებული მიდგომები იწვევს უკვე გარკვეულ კითხვებს, ამიტომ მე ვიზიარებ ბიძინა ივანიშვილის პოზიციას რომ ამასთან მიმართებაში საჭიროა ალბათ უფრო მეტი სიცხადე, ანუ რეალურად იქნება ეს რეზიდენცია პრეზიდენტის თუ არ იქნება“,- აღნიშნა მანანა კობახიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა „პოლიტიკის დროში“ საუბრისას აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილით გარკვეული იმედგაცრუება მიიღო.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT