Express News

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც ლაშა მახარაძე მოკლა, კიდევ ერთი მკვლელობის საქმეზეა ნასამართლევი

ლაშა მახარაძის მკვლელობის თემაზე, "ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალი გახდა ცნობილი. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც, ლაშა მახარაძე მოკლა, კიდევ ერთ მკვლელობასთან დაკავშირებით არის ნასამართლევი. 
"ინტერპრესნიუსის" წყაროს ინფორმაციით, დიღომში 5 წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მახარაძის მკვლელი სწორედ ამ მკვლელობის საქმეზე დააკავეს, რის შემდეგაც ამნისტიით გათავისუფლდა. 
თბილისში, აბაშიძის ქუჩაძე წუხელ მომხდარი მკვლელობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 
ამასთან, მეზობლები ვარაუდობენ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობა შურისძიებას უკავშირდება და მკვლელიც იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც - მახარაძე. 
მათი ვარაუდით, პირს, რომელმაც მახარაძე მოკლა, თავსი დროზე უთანხმოება ჰქონდა მოკლულის ძმასთან, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, ოჯახთან ერთად, ავარიაში დაიღუპა. 
მეზობლების ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მოკლული ლაშა მახარაძე პატიმრობიდან ამნისტიით იყო გათავისუფლებული. ერთ-ერთი ვერსიით კი, მახარაძე წვრილმანი ხულიგნობისთვის იყო ნასამართლევი და სასჯელი სრულად მოიხადა. 
თბილისში, აბაშიძის ქუჩის N50-თან მკვლელობა წუხელ მოხდა. მოკლულია 25 წლის ლაშა მახარაძე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მახარაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს. 
მახარაძე შემთხვევის ადგილიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, საავამდყოფოში მიყვანისას მას გული უკვე გაჩერებული ჰქონდა

interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT