ვაკეში მოკლული ლაშა მახარაძესთან დაკავშირებით თავდაცვის მინიტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ
„გუშინ მოკლული ლაშა მახარაძის მკვლელს დემონსტრაციულად ხელს არ კიდებს პოლიცია, რამაც ამ ბიჭის მეგობრებში გამოიწვია ხმები, ჭიკაიძის ნათესავიაო (ეს მათი ვარაუდია უსამართლობის გამო) . სამაგიეროდ ამ საცოდავი ბიჭის ძმაკაცებს, როგორც მათმა მეგობარმა გოგომ მითხრა, „იპარავენ“ პანაშვიდებიდან ვითომ დაკითხვის მიზნით და უკვე მესამე წაიყვანეს და აღარ უშვებენო, ასევე ამბობენ ცემენო. რა ხდება? ამგვარი გაუგებრობა არავის არ შერჩება და კარგი იქნება თუ მითქმა მოთქმის საფუძველი არ იარსებებს. მე არ ვარ ჭორების გამავრცელებელი და არც ისე უბრალოდ პანიკის მთესველი. ადამიანს, რომელმაც ამ წამს ტირილით დამირეკა, ვენდობი და ის კატეგორიაა, რომელსაც ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს.“- წერს ნათია ფანჯიკიძე