Express News

იზორია: შს სამინისტროს დისკრედიტაციას აქვს ადგილი, ყველა მკვლელობა გახსნილია

"მსურს სტატისტიკა მოვიხმო, 2011 წლის აგვისტოს თვეში იგივე რაოდენობა გვქონდა მკვლელობისა, როგორიც გვაქვს ამა წლის აგვისტოში“, - განაცხადა იზორიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლევან იზორია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას პასუხობს:
„ეს განცხადებები არის წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ყოველგვარ რეალურ საფუძველს არის მოკლებული და მიზანი აქვს მოახდინოს ჩვენი სამინისტროს დისკრედიტაცია. ყველა მკვლელობა გახსნილია, ეს ერთი, მსურს დავამშვიდო საზოგადოება, არავითარი საფუძველი იმისთვის, რომ ვიფიქროთ, კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა არ არსებობს, მსურს სტატისტიკა მოვიხმო, 2011 წლის აგვისტოს თვეში იგივე რაოდენობა გვქონდა მკვლელობისა, როგორიც გვაქვს ამა წლის აგვისტოში“, - განაცხადა იზორიამ.
საპარლამენტო უმცირესობამ, ქვეყანაში შექმნილი მძიმე კრიმინალური ვითარების გამო, დღეს პრემეირმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, შს მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT