ვიცე-მერი სევდია უგრეხელიძე 2014 წლის განმავლობაში ხელფასის სახით 2 950 ლარს, დანამატის სახით 3 600 ლარზე მეტს, პრემიის სახით კი 2 900 ლარზე მეტს იღებდა,- აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
არხის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, 2013 წლის განმავლობაში უგრეხელიძის ანგარიშზე, საერთო ჯამში, 89 ათას ლარზე მეტი დაერიცხა, საიდანაც ხელფასი მხოლოდ 30 ათასი ლარი იყო.
დოკუმენტი მერიის სხვა მაღალჩინოსნების: ირაკლი აბესაძის, პაპუნა პეტრიაშვილის, დავით ნინიძის, დავით ალავიძის, ტარიელ ხიზანეიშვილისა შოთა ხიზანიშვილის მიერ აღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაციასაც შეიცავს.
"იმედის" ინფორმაციით, შოთა ხიზანიშვილს 2013 წლის განმავლობაში 101 ათას ლარზე მეტი შემოსავალი აქვს მიღებული, საიდანაც ხელფასი მხოლოდ 31 ათასი ლარია.