უკრაინაში მოქმედმა პრორუსმა ტერორისტებმა, დონეცკში დაპირებული ტყვეთა აღლუმი მოაწყვეს. მათი აქცია უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საპასუხოდ გაიმართა კიევში გამართული სამხედრო აღლუმის პარალელურად.
გარდა ტყვეების ჩამოტარებისა ტერორისტებმა გუშინ საღამოს ქალაქის მთავარ ქუჩაზე მიიტანეს უკრიანული არმიის განადგურებული ტექნიკა და გამოფინეს სანიმუშოდ.
ტერორისტების მიერ ჩადენილი ეს დამამცირებელი აქცია, კომუნისტური სულისკვეთებით არის გაჟღენთილი და პრაქტიკულად იმეორებს წითელი არმიის იმ ქცევას, როდესაც ფაშისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, მოსკოვში გამართულ აღლუმზე გერმანელი ტყვეები ჩაატარეს წითელ მოედანზე.
უკრაინელი სამხედროების მეთი მებრძოლების ასეთი დამცირების უპასუხოდ დატოვებას არ აპირებენ და იმქრებიან შურისძიებით: