Express News

ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო მსვლელობა მიმდინარეობს


ანაკლიაში "კაზანტიპის" საწინააღმდეგო მშვიდობიანი მსვლელობა იმართება. მსვლელობა სასულიერო პირებმა და მრევლმა ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან ,პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყეს. 
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, მსვლელობის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქვევთ საქართველოს 
სოდომ-გომორად", "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა". 
მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს. 
"კაზანტიპის" ღონისძიება ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტომდე უნდა გაიმართოს. 

http://www.interpressnews.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT