საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა მექსიკაში, რომელთაც ერთ-ერთ ეკლესიაში დაცული ქრისტეს ქანდაკება შეისწავლეს.
სისხლმდინარე ნაწამები ქრისტეს ამსახველი ეს ქანდაკება ერთგვარ შემაშინებელ ეფექტს ქმნის, მაგრამ მეცნიერებს კიდევ უფრო შეეშინდათ, როდესაც ქანდაკების რენტგენით შესწავლისას პირის ღრუში ადამიანის ნამდვილი კბილები აღმოაჩინეს.
როგორც BBC იტყობინება, სპეციალისტებმა მე-18 საუკუნის ამ ქანდაკებაში 8 კბილი აღმოაჩინეს, რომელიც თავის დროზე ვიღაც ზრდასრულ მამაკაცს ეკუთვნოდა.
ამ ინფორმაციას ადასტურებს მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტიც.
რესტავრატორ ფანი უნიკლის განცხადებით, “ყველაზე სარწმუნოა, რომ ეს კბილები ვინმემ მადლიერების ნიშნად შესწირა. მექსიკის სხვა რაიონებში ხშირია შემთხვევები, როდესაც წმინდანებს აღმოაჩნდათ ადამიანის ნამდვილი თმების პარიკი, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სკუპლტურას ადამიანის კბილები აღმოაჩნდა“.
რენტგენულ ფოტოებზე კბილების ძირებიც კი კარგად ჩანს, რაც კიდევ უფრო ადასტურებს, რომ კბილები ნამდვილად ადამიანისაა.
სრულიად შესაძლებელია, ეს კბილები ეკუთვნოდეს ადამიანს, რომელსაც ქანდაკების შემქმნელები წმინდანად მიიჩნევდნენ.
მექსიკაში ქრისტეს ეს 300 წლოვანი ქანდაკება დიდი პოპულარობით სარგებლობს. ქანდაკება უმეტესწილად ტაძარში ინახება და მას ტრადიციისამებრ ქალაქში შემოსატარებლად ვნების კვირაში გამოაბრძანებენ.