ნოვოაზოვსკში იწვის ტანკები, აყვანილია რუსი ტყვეები, ამაში კი უკრაინული ავიაცია ჩაერია, - ამის შესახებ ჟურნალისტი პიტერ შუკლინოვი წერს. ჟურნალისტი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსული თავდასხმა მარიუპოლზე ვერ მოხერხდა, რადგან უკრაინულმა ავიაციამ დიდი წინააღმდეგობა გაწია.
ამის შესახებ ჟურნალისტმა საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა, რაც შემდეგ ,,ცენზორ.ნეტ“მა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ნოვოაზოვსკში იწვის რუსული ტანკები, რუსი სამხედროები აყვანილნი არიან ტყვეებად, ქალაქს მთლიანად აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. ,,იმედია უკრაინელი სამხედროები დაინდობენ ბრიყვებს“- წერს ჟურნალისტი. ადგილობრივი მცხოვრებლები უკრაინული ავიაციის მრავალრიცხოვან გადაფრენას აფიქსირებენ უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით, ასევე მარკინოსა და შერბაკოსკენ.
ამავე დროს, ჟურნალისტის ინფორმაციით, ის საჯარისო დანაყოფებს, რომელთა წევრებიც უკრაინელმა სამხედროებმა ვერ დაატყვევეს, საზღვრამდე მისდიეს და უკრაინის ტერიტორიიდან განდევნეს.
fmabkhazia.com