ხელისუფლება ხელს უწყობს გარყვნილების გავრცობას და განვითარებას ქვეყანაში - ასეთ განცხადებას „პირველ რადიოსთან“ საუბარში მამა დავით ისაკაძე აკეთებს და აცხადებს, რომ ხელისუფლება მსგავსი ქმედებით ვერასდროს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ვერ ააშენებს. მისივე განცხადებით ხვალ სასულიერო პირების და მრევლის მონაწილეობით "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართება „ ხვალ წირვა ჩატარდება ზუდგიდში და შემდეგ იქნება პარაკლისის 3 საათზე ანაკლიაში ასეა დაგეგმილი, თუ კი არ იქნება ხელის შეშლა, რადგანაც როგორც გვაქვს ინფორმაციები გზები იკეტება. სამწუხაროდ გაოგნებულები ვართ ყველა, სასულიერო პირები და საზოგადოების დიდი ნაწილი, რადგან ჩვენ გვაქვს ურთიერობა უამრავ ადამიანთან და ვიცით პოზიციები საზოგადოების, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს გარყვნილების გავრცობას და განვითარებას ქვეყანაში - აშენებს რა დიდ საროსკიპოს ვერასდროს ასეთი ხელისუფლება ძლიერ ქართულ სახელმწიფოს ვერ ააშენებს“-განაცხადა მამა დავით ისაკაძემ
http://pirveliradio.ge/