Express News

გიორგი ბარამიძე-სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება პუტინის საქმის კეთებას ემსახურება



სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება პუტინის საქმის კეთებას ემსახურება. ეს განცხადება,"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ბარამიძემ, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა. ბარამიძის განცხადებით, წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება იმ პროცესის ნაწილია , რასაც ოლიგარქ ივანიშვილის მიერ საქართველოში ვლადიმერ პუტინის საქმის კეთება ჰქვია.

"დღეს გვაქვს ქვეყანა, სადაც ხალხის მწამებლებს, 9 წლის განმავლობაში იქნება თუ რამდენი წელიც იყო, ბედუკაძეს, "ბასტის და ბუბუს", რუსეთის აგენტებს-შკრილნიკოვს, ჩახალიანს, გმირებად რაცხავენ და ციხიდან უშვებენ. ქართული სახელწიფოებრიობის, ასევე ყველაფერი იმის, რითაც დღეს ივანიშვილი სარგებლობს, ამ ყველაფრის საფუძვლის ჩამყრელს და შემქნელს, დამნაშავედ აცხადებენ. ასეთი ქვეყნის ჩამოყალიბება უნდა ივანიშვილს, რომელიც ბუნებრივია ვერ გახდება ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ახარებს პუტინს და ემსახურება მისი საქმის კეთებას ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT