ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, "კაზანტიპის" საქართველოში ჩატარების იდეას საზოგადოება არაერთგვაროვნად შეხვდა.
მიუხედავად წინააღმდეგობებისა, ფესტივალი მაინც გაიმართა, თუმცა არცთუ ისე წარმატებულად.
საკვებსა და საცხოვრებელ ფართზე მაღალ ფასებს სტუმართა უკმაყოფილება მოჰყვა. ასევე, სტუმართა რაოდენობა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლებია. ყოველივე ეს კი საფრთხეს უქმნის მომდევნო წელს ფესტივალის არათუ საქართველოში, არამედ საერთოდ ჩატარებასაც. ამის შესახებ "კაზანტიპის" რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნოკი საუბრობს.
ამჯერად კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გავრცელდა. ვიდეო ანაკლიაშია გადაღებული.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის მონაწილეები ქართული სიმღერის "ჩემო ფერიას" ფონზე ერთობიან.
etanews.ge