სასწრაფოდ-გიგი უგულავა აეროპორტში დააკავეს
გიგი უგულავა დაპატიმრებულია. ფინანსური პოლიციის წამომადგენლებმა ნაციონალური მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელი აეროპორტში კიევში გამგზავრებამდე აიყვანეს. სამართალდამცველებმა უგულავას ხელბორკილები აეროპორტში დაადეს და საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. ამ დროისთვის უგულავა ფინანსურ პოლიციაში გადაყვანილი. დაკავების დროს გიგი უგულავასთან ერთად გიგა ბოკერია და მისი ადვოკატიც იმყოფებოდნენ.