Express News

აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე (ვიდეო)



აფხაზეთში მცხოვრები ქართველები ეთნიკური წმენდის საფრთხის წინაშე დგანან. არაღიარებული პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, გალის რაიონში ე.წ. აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის პროცესი აქტიურდება. "მოამბე" დღეს რაიონში მცხოვრებ ერთერთ ოჯახს დაუკავშირდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მაქსიმალურად არის გამკაცრებული კონტროლი, გახშირებულია ზეწოლისა და მუქარის შემთხვევებიც. ოკუპირებულ რეგიონში მყოფ ეთნიკურ ქართველებს ახლა ერთადერთი შეკითხვა აწუხებთ: ემუქრებათ თუ არა მათ ახალი დე ფაქტო ხელისუფლების პირობებში აფხაზეთიდან გასახლება.
ოპოზიციის პრორუსი ლიდერი რაულ ხაჯიმბა, რომელიც არაღიარებული პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად იბრძვის, რეგიონის ეთნიკური ქართველებისგან გაწმენდის ერთერთი აქტიური მხარდამჭერია. თუმცა, "მოამბის" მიერ ცოტა ხნის წინ ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ თემასთან დაკავშირებით ხაჯიმბას ტონი შედარებით შერბილებულია.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შემადგენლობა მთლიანად გადამდგარია. ოპოზიციის ერთკვირიანი აქციების დასრულების შემდეგ, ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT