Express News

წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დეკანოიძე- სჯულის კანონის უხეში დარღვევაა ეს და დაუშვებელია დამსახურებელ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე მიდიოდეს პატრიარქი! ,,ხვალ, წმინდა სინოდის სხდომისას გარეთ უამრავი ადამიანი უნდა მოვიდეს

წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დეკანოიძე აცხადებს, რომ 3 ივნისს, სინოდის სხდომის დროს გარეთ ორივე სანაპიროზე ნემსი არ უნდა ჩავარდეს, იმდენი კაცი უნდა მოვიდეს. დიაკონი საზოგადოებას, ყველა ეპარქიის მრევლს, საპატრიარქოსთან მისვლისკენ მოუწოდებს,რადგან მრევლამ შეძლოს საპატრიარქოსთან მდგომარეობის გაკონტროლება და ვინმემ უწმინდესის შეურაცხყოფა ვერ გაბედოს.
,,3 ივნისს, სინოდის სხდომის დროს გარეთ ორივე სანაპიროზე ნემსი არ უნდა ჩავარდეს, იმდენი კაცი უნდა მოვიდეს. ეპარქიებიდანაც უნდა დაიძრას ხალხი და თავიანთ მღვდელმთავრებს გასაკონტროლებლად უნდა მოჰყვნენ, რომ არ გაბედოს რომელიმემ და უწმინდესისი შეურაცხყოფა იკადროს! დავანებოთ, თუ გნებავთ,პიროვნებას თავი, თუმცა ვის დავანებო და რატომ დავანებო, სჯულის კანონის უხეში დარღვევაა ეს და დაუშვებელია დამსახურებელ თუ დაუმსახურებელ პენსიაზე მიდიოდეს პატრიარქი! მას შეუძლია გადადგეს, როგორც დემეტრე თავდადებულის დროს გააკეთა ეს პატრიარქმა, მაგრამ მან უნდა დაასახელოს თავისი მემკვიდრე და არა“სინოდნალნია კანტორამ“!, პეტრე პირველმა, რომ უქნა რუსეთს და მერე სტალინმა, რომ აღუდგინა. მე ასე გავიგე, რომ უკვე სამ რიცხვში არ გადაწყდება ეს ამბავი, მაგრამ ამ დღეს წამოიწევს ეს თემა.
პატრიარქი ამბობს, რომ უკანონობის დამკანონებელი თავად უკანონობის ჩამდენიაო და მეტი რა გვითხრას? მაპატიოს ყველამ, მაგრამ ამ გამოთაყვანებულ ერს მეტი რა გვითხრას? მივდივართ ეკლესიაში, პირდაღებული ვუსმენთ ლოცვას, თუ კოვზი ჩაგვიდეს პირში, ვეზიარებით და წამოვალთ უკან და ესაა მთელი ეკლესიური ცნობიერება? მოხუცი პატრიარქი მოგვმართავს და მოქმედების გეგმას გვაწვდის და ჩვენ რას ვაკეთებთ სამაგიეროდ? არაფერსაც არ ვაკეთებთ, სჯულის კანონი ამბობს: როცა ვინმე გიგინებს სჯულს და შენ მას ხელს არ უშლი, უკვე დამნაშავე ხარ! იოანე ოქროპირი პირდაპირ ამბობს: სადაც ღმერთს ხმამაღლა აგინებენ, მანდ “ელეგებეტედან“ დაწყებული ყველა იგულისხმება, მიდიო და ყვრილმის ცემაც, რომ დაგჭირდესო, მაინც დაიცავი შენი სარწმუნოებაო. მე იოანეს დავუჯერო, თუ იმ ასთორმეტ დეპუტატს? ჩვენი ერი მეტის ღირსია!", - აცხადებს დიაკონიგაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT