Express News

ისევ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ! ოცნება ჯოჯოხეთად გადაგვექცა!



პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე, გაზეთ „ასავალ დასავალთან“ გასულ კვირას საქალაქო სასამართლოსთან მომხდარ ინციდენტს იხსენებს და მიაჩნია, რომ იმას რასაც სასამართლო ხელისუფლება სჩადის ყოველგარ ზღვარს სცილდება:
„აქამდე ვცდილობდი, არ გამეკრიტიკებინა ახალი ხელისუფლება და დრო მიმეცა, მაგრამ ის, რაც სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესზე მოხდა და რასაც სასამართლო ხელისუფლება სჩადის, ყოველგარ ზღვარს სცილდება. ძალიან გულდასაწყვეტია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ისევ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ! ოცნება ჯოჯოხეთად გადაგვექცა! სასამართლო მსხვერპლის ოჯახსა და მეგობრებს უბრალოდ დასცინის და ხალხი უკვე წელიწადნახევარია, ამ დაცინვას იტანს... პირდაპირ გეტყვით, ასე მგონია, სიკვდილის ბრიგადებს არავინ სჯის და არავინ არაფრის გაკეთებას არ აპირებს. გამოდის, რომ ეს ხელისუფლება ახალაიას ყველაფერში ამართლებს და პასუხს მხოლოდ რეზო თაბუკაშვილს და გიო მგელაძეს სთხოვს. როცა ასეთი უსინდისობა ხდება სასამართლო დარბაზებში, რას შვებიან ის პოლიტიკოსები, რომლებმაც კარიერა სანდროს პროცესებზე სიარულით გაიკეთეს?! რატომ არიან დადუმებულები?! სიმართლისთვის იბრძოდნენ თუ თანამდებობისთვის. ახალაიაების და მერაბიშვილების გზის გამგრძელებლები დღეს პასუხის მოთხოვნის ნაცვლად, მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ და თავაწეულები დადიან, მეტიც, აქეთ გვემუქრებიან. სირცხვილი ამ ხელისუფლებას! ადამიანებს, რომლებიც ხალხის სისხლით ვერ გაძღნენ, ჩვენი ხელისუფლება ხელს აფარებს“,-განაცხადა ირაკლი კაკაბაძემ

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT