ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემამ სადღაც 20 წლით დაიგვიანა - ასე ეხმაურება გასულ კვირას აბაშიძის ქუჩაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრზე თავდასხმას ელიზბარ ჯაველიძე. როგორც აკადემიკოსმა გაზეთ „ასავალ დასავალთან“ საუბრისას განაცხადა ჭიაბერაშვილი ჯერ კიდევ მაშინ უნდა ეცემათ როცა ქართლის დედა შეურაცხყო „ჭიაბერაშვილს 20 წლის წინათ, რომ მოხვედროდა ღრანჭში, შესაძლოა, დაფიქრებულიყო კიდეც და ცხოვრების სხვა გზა აერჩია.... პოლიტიკური ანგარიშსწორება ის იყო, როდესაც „ნულოვანი ტოლერანტობის“ ეგიდით დღისით-მზისით ათობით უდანაშუალო ადამიანი მოკლეს ქუჩაში! ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, 2007 წლის 7 ნოემბერი, მითუმეტეს 2011 წლის 26 მაისი იყო ნამდვილი პოლიტიკური ანგარიშსწორება!.. ჭიაბერაშვილის გოგრაზე დამტვრეული ფაიფურის ჭიქა უკვირთ ამ არამზადა ნაცებს, როდესაც 26 მაისს რუსთაველის გამზირზე სისხლიანი კალო მოუწყვეს უდანაშაულო დემონსტრანტებს?სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილის და ათობით ახალგაზრდის მკვლელებსა და მათ მხარდამჭეერებს ნოდარ ლადარიას გრილი ჩაით „დამდუღვრა“ ეხამუშებათ?! გურამ შარაძის ქუჩაში დამხვრეტებს რატომ უკვირთ, რომ რომელიმე ნაცს ქუჩაში ან შეაგინებენ, ან შეაფურთხებენ, ანდა პანღურს ამოარტყავენ?! მაგრამ ეს იცით, იმ კოჰაბიტაცისს დამსახურებაა, რომელიც ასე ღიად დანავარდობს დღევანდელ საქართველოში! ამ უნიათო „ოცნების“ ხელისუფლების შემხედვარე, ხალხმა, რა გასაკვირია, რომ თავად დაიწყო სამართლიანობის აღდგენა?! მე ძალიანაც არ მინდა, მაგრამ მალე ხალხი ნაცების მასობრივ ცემა-ტყეპას დაიწყებს!“,-აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე