თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ორი პირი დააკავა.
აქციის მონაწილეები თენგიზ გუნავას პაატა ქარდავას საქმის ერთ-ერთ დამკვეთად ასახელებდნენ და მის დასჯას ითხოვდნენ, პაათა ქარდავს ოჯახის წევრებმა და აქციის მონაწილეებმა თენგიზ გუნავას და ნაციონალურ მოძრაობას" მკვლელები უწოდეს
პაატა ქარდავას საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახსნილად გუშინ გამოაცხადა და ბრალი რომან შამათავას წაუყენა. გარდაცვლილის ოჯახში კი აცხადებენ, რომ შამათავასთან ერთად ქარდავას საქმეში თენგიზ გუნავაც მონაწილეობდა.