ცირკთან სასწრაფო და საპატრულო ავტომანქანები არიან მობილიზებული, სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი
თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო და სასწრაფო დახმარები მანქანები არიან მობილიზებული.
როგორც "აქცენტს" თვითმხილველებმა განუცხადეს, სავარაუდოდ ერთი პირი დაჭრილია.
"ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარები რამდენიმე მანქანაა მობილიზებული, სავარაუდოდ ერთი პირია დაჭრილი, დანარჩენი არაფერი ვიცი"- განუცხადეს "აქცენტს" თვითმხილველებმა.
"აქცენტი" უკვე ერთ საათზეა მეტია ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, თუმცა უშედეგოდ.
შსს-ს პრე-სამსახურში ინფორმაციის გადამოწმებას დაგვიპრდნენ, თუმცა "აქცენტის" ზარებს აღარ პასუხობენ.