Express News

“მთავარია, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს ვაწერთ”


ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თაობაზე მიღებულ გადაწვეტილებას გამოეხმაურა. 

კალაძის თქმით, კონსულტაციები სამთავრობო გუნდში შედგა და მასში პრეზიდენტი ჩართული არ ყოფილა. 

“ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მოაწერს ხელს, მთავარი, რომ ამ ხელშეკრულებას ხელს ვაწერთ. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯის იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა გავხდეთ. ხელმოწერის თემაზე გუშინ ვხუმრობდი კიდეც, რომ თუ შესაძლებელია, ქართულ ვარიანტს პრემიერ-მინისტრმა, ხოლო ინგლისურს – პრეზიდენტმა მოაწეროს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარია, რომ ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს ვაწერთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.


შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT