კაფე "გალერის" მენეჯერი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ, რომ კაფეში პოლიცია მივიდა და თანამშრომლებისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვდა მუშაობენ თუ არა გალერიში სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები:
„მეგობრებო,პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ კაფე- გალერიში და მოგვთხოვეს მიგვეწოდებინა ინფორმაცია ვინ მუშაობს ჩვენთან გეი, ტრანსი ან ლეზბოსელი. დაგვეწერა ყველას სახელი, გვარი,ტელეფონი და მისამართი სად ცხოვრობს.. ჩვენ, რა თქმა უნდა არანაირი ინფორმაცია არ გავეცით ..ბოლოს გვითხრეს არ დაპოსტოთ ეგ თორემ გადაგიმტვრევთ კომპიუტერსო.."
წერს კაფე "გალერის" მენეჯერი სოციალურ ქსელში.
ჩვენს დაცვის უპროსს კითხეს,ბოლოს როდის იჩხუბე ბიჭოო? მან უპასუხა არ მახსოვსო. და პოლიციელმა უთხრა- ჰო და ახლა მოგიწევს 17 -შიო“