იური ვაზაგაშვილი შს სამინისტროს გენინსპექციაში მისი შვილის ჯაბა ვაზაგაშვილის უკანონოდ გაჩერებასა და ნარკოლოგიურში გადაყვანისთვის საჩივარს შეიტანს.
ვაზაგაშვილის განცხადებით, შემთხვევა 5 მაისს მოხდა, როდესაც მისი ოჯახი მანქანით ლანჩხუთში მიდიოდა. მისი თქმით, პატრულის ეკიპაჟმა ჯაბა სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა, რაც, მისივე თქმით აბსურდია, რადგან ამ შემთხვევაში აუცილებლად დააჯარიმებდნენ.
პოლიციამ ჯაბა ვაზაგაშვილი ნარკოლოგიურში წაიყვანა, სადაც აღმოჩნდა რომ ის სუფთა იყო. ამის შემდეგ ის 2 საათში უკან დააბრუნეს. იური ვაზაგაშვილის თქმით, მის ოჯახზე ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე გააკრიტიკა.
ამ საკითხზე ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემაც ისაუბრა და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვა.
ამ საკითხზე ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემაც ისაუბრა და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვა.