უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე „რუსთავი 2“ – ის განცხადებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციად აფასებს. როგორც ექსპერტი გაზეთ „ქართულ სიტყვასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას წყაროს ვინაობის გამხელა მოუწევს, თუკი საქმეზე შსს-ს გენინსპექცია მოკვლევას დაიწყებს.„ისე, საკითხავია, „რუსთავი 2“ -ის ხელმძღვანელობას ეს ფარული კადრები მაინცდამაინც ახლა რატომ მიაწოდეს, როცა 17 მაისი ახლოვდება? მგონია, რომ ყველაფერი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის ნაწილია. სხვათა შორის, ნიკა გვარამია იურისტია და თუკი ამ საქმეზე შსს-ს გენინსპექცია მოკვლევას დაიწყებს, უნდა იცოდეს, რომ ინფორმატორის გამხელა მოუწევს, რადგან ინფორმატორმა თუ ყველაფერი იცოდა და აქამდე დუმდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია“, – აღნიშნავს ფორჩხიძე.
უსაფრთხოების ექსპერტი „რუსთავი 2“-ის სკანდალთან დაკავშირებით კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს. მისი თქმით, საეჭვო ფაქტია თენგიზ კიტოვანის გააქტიურება და მის მიერ „საზოგადოებრივი ანტიტერორისტული ორგანიზაციის“ დაარსება. კონსტანტინე ფორჩხიძე ვარაუდობს, რომ კიტოვანი და „ნაცმოძრაობის“ ე.წ. რუსული ფრთა შეთანხმებით მოქმედებენ.„შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ სკანდალში ჯდება თენგიზ კიტოვანის საქართველოში დაბრუნებაც და მის მიერ „საზოგადოებრივი ანტიტერორისტული ორგანიზაციის“ დაარსებასაც. სხვათა შორის, ანალოგიური ორგანიზაცია კიტოვანს თავის დროზე მოსკოვშიც ჰქონდა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების დავალებით, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები აფინანსებდნენ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ფული შეჭამა. ამიტომ, ახლა კიტოვანი იძულებულია, კრემლს ანგარიში ჩააბაროს.ასევე, საინტერესოა, რომ კიტოვანის მეგობრის, რომან გვენცაძის ვაჟი, ლევან გვენცაძე, დიდი ხნის განმავლობაში, სოდის უფროსის მოადგილე იყო“, – აცხადებს ფორჩხიძე.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სპეცსამსახურს ოპერატიული წყარო „რუსთავი 2“-ში 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდეც ჰყოლოდა.
„იმისთვის, რომ „რუსთავი-2“-ის გენერალური დირექტორისა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოსმენა-თვალთვალი მათსავე კაბინეტებში განხორციელებულიყო, პირველ ეტაპზე, ტელეკომპანიის დაცვის, ან ტექნიკურ სამსახურში ოპერატიული წყაროს მოძებნა და მისი „დავერბოვკება“ იქნებოდა საჭირო, თუმცა გამორიცხული არაა, რომ ასეთი ოპერატიული წყარო სპეცსამსახურს „რუსთავი 2“-ში 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდეც ჰყავდა“, – აცხადებს კონსტანტინე ფორჩხიძე გაზეთ „ქართულ სიტყვასთან“.