17 მაისამდე დაახლოებით ერთი კვირით ან 10 დღით ადრე „იდენტობის“ ოფისი დროებით დაიკეტება
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ოფისი დაიკეტება. ამის შესახებ განცხადება „პირველ რადისოთან“ საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ გააკეთა. მისი თქმით, 17 მაისს ორგანიზაცია არანაირ აქტივობას არ გეგმავს, უფრო მეტიც მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი მსოფლიოჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღემდე რამდენიმე დღით ადრე დაიხურება.
„ჩვენს გეგმებში არაფერი არ შეცვლილა, 17 მაისს ჩვენ არანაირი ფორმით არ ვაპირებთ ავღნიშნოთ მსოფლიო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე. უფრო მეტიც, მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად ორგანიზაციამ გადაწყვიტა დახუროს ოფისი. „იდენტობის“ ოფისი 17 მაისამდე დაახლოებით ერთი კვირით ან 10 დღით ადრე დროებით დაიკეტება,“-განაცხადა ირაკლი ვაჭარაძემ.