„იმედიდან“ თანამშრომლები და დაცვა გაუშვეს ?
რამდენიმე დღეა ჟურნალისტურ წრეებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შსახებ რომ ტელეკომპანია " იმედიდან" თანამშრომლები დაითხოვეს. გავრცელებული ინფორმაციით პროგრამების თანამშრომლებმა და ტექნიკურმა პერსონალმა დატოვა თანამდებობები. მათთან ერთად იმედში აღარ მუშაობს დაცვის რამდენიმე თანამშრომლი, რომლებიც ტელევიზიაში 2012 წლიდან მუშაობდნენ. გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის გაშვების მიზეზი არავის განუმარტავს. „პირველი რადიო " შეეცადა ინფორმაცია ტელევიზიის გენერალურ დირექტორთან გადაემოწმებინა, თუმცა რეზო საყევარიშვილი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს . არხის მთავარმა პროდიუსერმა გიორგი ბახტაძემ "პირველ რადიოსთან“ საუბარში განაცხადა რომ ამ საკითხზე კომენტარს ის არ აკეთბს, რადგან ამ კითხვაზე პასუხს რეზო საყევარიშვილი გასცემს, თავად კი საქართველოში არ იმყოფება.