„ჩვენი ხმა უგულავას“ - მხარდამჭერი პლაკატი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე
ქუთაისში, მოსახლეობასთან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზე ინციდენტი მოხდა. „იმერეთინიუსის“ ინფორმაციით ერთერთი მოქალაქე აქციაზე პლაკატით - „ჩვენი ხმა უგულავას“ მივიდა. სააგენტოს ცნობით შეხვედრაზე მყოფი აქტივისტები მომხდართან დაკავშირებით აღნიშნავდნენ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაქირავებული ადამიანია, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის უფლებამოსილება შეცერებული მერი სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს „ვააა! ღმერთი რჯული ახლა, სამი დღის დაგვიანებით შევიტყვე და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ინკოგნიტო მხარდამჭერს. ასევე მინდა ვთხოვო ასე ნამეტანი წელში ნუ შეუვარდებით. მართალია პლაკატის აწევა სრულუად უწყინარი და ლეგიტიმური რამაა კვერცხების და ბადრიჯნების სროლასთან შედარებით, მაგრამ მაინც არაა საჭირო. იუმორზე აცრილები არიან ქოცთუხუცესები,“-წერს უგულავა