Express News

საწვავი გაძვირდა


მიმდინარე თვეში საქართველოში საწვავის ფასები რამდენიმე თეთრით გაძვირდა. სუპერის საწვავზე ფასმა დაახლოებით 3 თეთრით მოიმატა, პრემიუმი 5 თეთრით, ხოლო დიზელი 2-3 თეთრით გაძვირდა.

ფასების მომატება, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილს იმ ტენდენციის გაგრძელებად მიაჩნია, რომელიც აპრილის თვეში საერთაშორისო ფასების მატებას უკავშირდება ,,პლატცის მიხედვით''.

ფასი საწვავზე საშუალოდ 3 თეთრით არის გაზრდილი, თუმცა ეს ზრდა ყველა კომპანიას და ყველა პროდუქტს არ უკავშირდება. გასული თვის შუა რიცხვებში ფასების მომატება 3 თეთრით - 2 პროდუქტზე -რეგულარსა და დიზელზე მოხდა.
მთვრალაშვილის განცხადებით, სამომავლოდ ფასების დინამიკა არ არის ზრდისკენ მიმართული და ამ მხრივ ტენდენციური ზრდა მოსალოდნელი არ არის.

მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურია, ზრდა კი უფრო ზაფხულის ეკონომიკურად აქტიურ პერიოდს უკავშირდება როცა მოთხოვნა საწვავზეც იმატებს და ფასები მატულობს ხოლმე.

commersant.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT