Express News

ვასაძე ისეთი გაკვირვებული სახით იდგა რუსთაველზე თითქოს პირველად ნახა ჰომოსექსუალისტები



"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან დაკავშირებით მორიგ სკანდალურ განცხადებას აკეთებს - მას „ჟულიკს“ უწოდებს. 

„ლევან ვასაძე არის ძველი სოროსელი. ის გახლავთ შევარდნაძის ფონდი ხელმძღვანელი 90-იან წლებში. როდესაც მე მხედრიონს ვებრძოდი და იარაღის ტარების აკრძალვის კანონს ვიღებდი პარლამენტში, ლევან ვასაძე დღედაღამე იჯდა ჯაბა იოსელიანთან. ეს არის ჩვეულებრივი „ჟულიკი“ ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც იშოვა ფული, მოუშვა წვერი, გადაიწია თმები, ჩაიცვა ჩოხა, დადის ეკლესიაში და ცდილობს რაღაც ნიშა დაიჭიროს. მე არ ვიცი ვასაძის ზრახვები, მაგრამ ფაქტია ჰომოსექსუალისტების წინააღმდეგ მიტინგზე რომ გამოჩნდა, არასწორად აირჩია მოედანი. ამსტერდამის ღამის ბარებში რო გრიალებს, იქ რატომ არ ებრძვის ჰომოსექსუალისტებს? ისეთი გაკვირვებული სახით იდგა რუსთაველზე თითქოს პირველად ნახა ჰომოსექსუალისტები.“ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ალიასთან“

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT