Express News

სკანდალი-რა ხდება სასჯელაღსუელბის დეპარტამენტში ? სახალხო დამცველის საგანგებო განცხადება



სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში მონიტორინგის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მისივე თქმით ხელის შეშლის ფაქტები განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დაფიქსირდა. “ჩვენ ვაგრძელებთ დახურული დაწესებულებების მონიტორინგს, მათ შორის – დაუგეგმავი ვიზიტების განხორციელებას. ყოველდღიურად ხდება როგორც დაწესებულებებში არსებული ვითარების შესწავლა, ასევე ინდივიდუალურ საჩივრებზე რეაგირება. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით აპრილში სასჯელაღსრულების თანამშრომლების მხრიდან ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებზე რამდენიმე ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლება შეიქმნა, რასთან დაკავშირებითაც მე რამდენიმე დღის წინ მივმართე მინისტრ სოზარ სუბარს სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარების მოთხოვნით. მიმართვაში დეტალურად არის აღწერილი სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის დაბრკოლების შექმნის არაერთი შემთხვევა. მაგალითად, სასჯელაღსრულების მე–7 დაწესებულებაში თანამშრომელმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართა ჩვენს წარმომადგენლებს და მოუწოდა, საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. რწმუნებულები დაძაბულობის განმუხტვის მიზნით შევიდნენ საგამოძიებო ოთახში და მას შემდეგ, რაც მათ სიტუაციის გარკვევა სცადეს, თანანმშრომელმა არ ისურვა მათთან საუბარი და ჩვენს წარმომადგენელს კარი გარედან ჩაუკეტა. სხვა შემთხვევებშიც ეზღუდებოდათ ჩვენს რწმუნებულებს გადადააგდგილების უფლება, რამდენიმე დაწესებულებაში დაჟინებით სთხოვდნენ მაჯის საათის დატოვებას, რომელიც სამუშაო პროცესში სჭირდებოდათ იმისათვის, რომ ახსნა–განმარტების და გასაუბრების დრო ყოფილიყო დაფიქსირებული. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს სახალხო დამცველის რწმუნებულების მიმართ დამოკიდებულებაზე, რაც წარმოადგენს მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლას და ეს ქმედება არის დასჯადი, ამიტომ სასჯელაღსრულების სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება. გარდა ამისა, მოვითხოვთ ჩვენი მანდატის გაფართოებას საპარლამენტო ანგარიშის მოსმენის დროს“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT