სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მრჩეველი ლალი მოროშკინა სოციალური ქსელის მეშვეობით "მხილებას აგრძელებს".
"ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტექნიკის დაზიანებაში ბრალდებული გიორგი ყავლაშვილი დიმიტრი დარბაისელმა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ დანიშნა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ძველი საქმიანობით არის დაკავებული და მოსმენების სამსახურს კურირებს. არადა, შეიძლება ითქვას, რომ სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ყავლაშვილს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მასვე ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა ყავლაშვილი და კიდევ რვა ადამიანი სხვა საქმეზე დააკავეს, პროკურატურა მათ პირადი ცხოვრების ხელყოფას ედავებოდა: „დაკავებულია ცხრა ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ჩინოსნები, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ”, – აღნიშნა 2012 წლის 15 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. გიორგი ყავლაშვილს დაჭრაში ადანაშაულება ტელეკომპანია „ობიექტივის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გობეჩია. როგორც გობეჩია და მოწმეები აცხადებდნენ, ყავლაშვილმა ის სახის არეში დანით დაჭრა.

ცნობილი გახდა იმის შესახებაც, თუ როგორ აარიდა თავი ყავლაშვილმა მართლმსაჯულებას. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, პროკურორს გააჩნია უფლება არ დაიწყოს და შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ. განრიდებაში ყავლაშვილს დახმარება პროკურორმა თამარ მესაბიშვილმა გაუწია, რომელიც თავის მხრივ დიმიტრი დარბაისელის კადრის და პირველი მოადგილის სიმონ მაჩაიძის მეუღლეა.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი დარბაისელის მიერ პრემირებულ პირებს შორის ყავლაშვილი და მაჩაიძეც არიან. პირველ მათგანს, პრემიის სახით 17 125, ხოლო მეორეს 38 733 ლარი ერგო", - წერს ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.