Express News

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერების საპროტესტო აქცია გაიმართა


ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათი მთავარი მოთხოვნა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის იმ ფორმით მიღებაა , რომელი რედაქციითაც ის ამჟამად არსებობს. 
ტრანსგენდერებმა აღნიშნული აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გუშინ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საპატრიარქოს და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და აპროტესტებდნენ აღნიშნული კანონპროექტის მიღებას. 
ამასთან, აქციის ჩატარების ერთ-ერთი მიზეზი ცირკთან წუხელ მომხდარი ინციდენტი გახდა. როგორც ტრანსგენდერები აცხადებენ, მათ მოქალაქეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, პოლიციამ კი რეაგირება არ მოახდინა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT