უსუფაშვილის საგანგებო ბრიფინგი
15.00 საათზე, პარლამენტში დავით უსუფაშვილის საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. ჩვენი ინფორმაციით პარლამენტის თავმჯდომარე უკანონო მოსმენების შესახებ კანონპროექტზე განცხადებას გააკეთებს. როგორც ცნობილია, კამპანია „ეს შენ გეხება“-ს გამო დღეს არასამთავრობოები და პრემიერი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ასევე განცხადებას გააკეთებს ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე , რომელიც ასევე გახდა ხელისუფლებასა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი.