Express News

აქცია თსუს ეზოში-აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ ბექა წიქარიშვილს, რომელიც მარიხუანის მოხმარება-ტარების გამო ბრალდებულია და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება



შეწყდეს დანაშაულებრივი ნარკოპოლიტიკა", -ამ ლოზუნგით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდებმა აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმეს, სადაც გახსნილი იყო გვერდი "ბექა კრიმინალი არ არის". აქციის მონაწილეები მხარს უჭერენ ბექა წიქარიშვილს, რომელიც მარიხუანის მოხმარება-ტარების გამო ბრალდებულია და 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მარიხუანის მოხმარება კრიმინალს არ წარმოადგენს და უნდა შეიცვალოს არსებული კანონმდებლობა მარიხუანასთან მიმართებაში. აქციაზე იმყოფება თავად ბექა წიქარიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ მის ბრალდებასთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს არის ჩანიშნული.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT